მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალიფორნიამ Google-ი $314 მილიონით დააჯარიმა

google

კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეს სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ დაადგინა, რომ Google-მა კალიფორნიის შტატში მცხოცრები Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ტელეფონების მქონე ადამიანების პირადი მონაცემები არამიზნობრივად გამოიყენა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Google-ი მომხმარებელთა მონაცემებს მათი ნებართვის გარეშე გასცემდა, რაც დიდი დარღვევაა, რომელიც ნაფიცთა მსაჯულებმა $314-მილიონიანი ჯარიმით შეაფასეს. ამ გადაწყვეტილებას Google-ის იურისტები არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას აანონსებენ.

როგორც Google-ში ამბობენ, ნაფიცი მსაჯულების ეს გადაწყვეტილება სმარტფონის ოპერირების ლოგიკას ეწინააღმდეგება, რადგან მონაცემთა ტრანსფერი, რომელიც ამ შემთხვევაში იგულისხმება, Android-ზე მომუშავე სმარტფონის უსაფრთხოებისთვის, სიმძლავრისთვის და მდგრადობისთვის არის აუცილებელი.

Google-ში ამბობენ იმასაც, რომ კომპანიის მონაცემთა პოლიტიკით არავინ დაზარალებულა. საპირწონედ ამისა, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მომხმარებელთა პირად ინტერესებს Google-ი სარეკლამო კომპანიებზე ყიდდა, რითაც დამატებით შემოსავალს იღებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები