მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალციუმი და დ ვიტამინი - სასიცოცხლოდ აუცილებელი ძირითადი ელემენტი ბავშვთა ზრდა-განვითარებისთვის

ლოკო მოკო
BM. GE
12.09.23 14:48
54

კალციუმი და დ ვიტამინი - სასიცოცხლოდ აუცილებელი ეს ორი ძირითადი ელემენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში მათი ზრდა-განვითარებისთვის. თუ  D ვიტამინის ძირითად ნორმას, ადამიანი მზის სხივებით იღებს, კალციუმი ყველაზე უხვი რაოდენობით რძესა და მის შემცველ პროდუქტებშია. რძე საერთოდაც კალციუმის საბადოდაა აღიარებული. ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბება, ჯანსაღი კბილები, კუნთების, გულის კუნთის შეკუმშვა - ეს ის მოვლენებია, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ორგანიზმში კალციუმის რაოდენობასთან, თუმცა პრობლემა მხოლოდ მისი შემცველი პროდუქტის მიღებით არ წყდება..

იმისათვის, რომ ნაწლავებიდან კალციუმის ჯერ შეწოვა და შემდეგ მისი ძვლებში( მათ შორის კბილები) ტრანსპორტირება მოხდეს D  ვიტამინი  აუცილებელი კომპონენტია. სწორედ ამიტომ 

პედიატრთან ლამის პირველივე ვიზიტისას ყურადღება სწორედ ამ  ვიტამინის მიღებას ენიჭება. სხვათა შორის  D  ვიტამინს ორგანიზმში ჰორმონალური ფუნქციაც ენიჭება..

ჩვილობის შემდეგ,  კალციუმის მიღების ყველაზე დიდი წყარო ცხოველური  რძე და რძის პროდუქტებია.  ბავშვთა კვებაში რძისა და მის პროდუქტებზე რეკომენდაცია ერთი წლიდან გაიცემა, თუმცა პედიატრთა ნაწილი რძისგან განსხვავებით მაწონს რეკომენდაციას 8 თვიდან უწევს. რა სიკეთეს ვაძლევთ ბავშვს ამ პროდუქტებით და რას გვთავაზობენ მწარმოებლები....

მშობელთა უმეტესობა რძის ისეთ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის მზადდება. არსებულმა ეკო პირობებმა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებთან ერთად მოთხოვნილება ფორსირებულ ანუ ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებულ საკვებზეც გაზარდა. ამას თავის დატვირთვა აქვს. პირველი ის, რომ ზუსტად არასდროს ვიცით მიიღებს თუ არა ბავშვი ულუფის იმ რეკომენდებულ რაოდენობას, რომელსაც პედიატრი საკმარისი რაოდენობით მინერალებისა და ვიტამინების მისაღებად გასცემს და მეორე - ამ ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით შეწოვაა.

ზემოჩამოთვლილი პროცესების გათვალისწინებით, რომელიც ორგანიზმის მიერ კალციუმისა და დ ვიტამინის მიღებას უკავშირდება შეიქმნა „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ ბავშვთა ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ხაზი „ლოკო მოკო“. ნატურალური, ქართული ნედლი რძე და მისგან ენდემური დედოთი დამზადებული მაწონი, ეს ორივე პროდუქტი კალციუმის და D ვიტამინის რეკომენდებული დღიური ნორმითაა გამდიდრებული. ადგილობრივი , ენდემური პროდუქტი, რომ პრიორიტეტულია ბავშვთა კვებაში ამაზე არავინ დავობს , მით უმეტეს რძის პროდუქტი, რომელიც რაც უფრო ნაკლებ გზას გადის თქვენს სახლებამდე მით მეტია მისი სარგებელიც. მნიშვნელოვანია, ისიც , რომ „ლოკო მოკოს რძე და მაწონი“ თქვენს პატარამდე სრული ჰერმეტიზაციის და რძის პროდუქტებისათვის რეკომენდებული წარმოება- შენახვის ევროპული სტანდარტის  დაცვით ხდება.

რატომ რძე და რატომ მაწონი? თუ ორივე ერთად?

თუ რძე კალციუმის პირდაპირი საბადოა, მი თუმეტეს თუ იგი D ვიტამინითა და კალციუმით კიდევ უფრო გამდიდრებულია, მაწონი ტრადიციული, კავკასიური რძემჟავა პროდუქტია, რომელსაც კავკასიელთა დღეგრძელობის მიზეზად მოიხსენიებდნენ.  „საიდუმლო“ მიზეზი, რომელიც ჩვენს , განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას განაპირობებს ენდემურ დედოშია. სწორედ ასე მზადდება ლოკო მოკოს მაწონი. მაწვნის დედო მაწვნის მსუბუქ მომჟავო გემოს  განაპირობებს. სწორედ ეს რძემჟავა  პროდუქტები განსაკუთრებით სასარგებლოა  მათში შემავალი ბაქტერიების  პრობიოტიკების გამო. აღმოჩნდა, რომ ყველა ბაქტერია, სულაც არაა მავნებელი, პირიქით პრობიოტიკებს სხვანაირად მეგობარ ბაქტერიებსაც უწოდებენ. ისინი ცოცხალი მიკროორგანიზმებია და  დადებით გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზე, აძლიერებენ რა საჭმლის მომნელებელ სისტემას.

პედიატრთა რეკომენდაციით  ცხოველური რძის მიღება ბავშვებისათვის 5 წლამდე აუცილებელი, შემდეგ კი სასურველია. და კიდევ ერთხელ რატომ ეს პროდუქტები? რძე ცილების და ენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა,  ისევე, როგორც ვიტამინების და მინერალების... კალციუმი, იოდი, ფოსფორი, თუთია, რიბოფლავინი,

B12,  A და  D ვიტამინები - ყველა ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია ბავშვთა ასაკში ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის და ჯანსაღი კბილებისთვის. რძის მიღებით ბავშვი ყველაზე მეტ  კალციუმს იღებს. ლოკო-მოკოს D ვიტამინით და კალციუმით  გამდიდრებული რძე თავის მხრივ კალციუმის შეწოვას უწყობს ხელს ორგანიზმში. ბავშვებს კალციუმზე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოველდღე 2-3 ულუფა რძის ან რძის ნაწარმის მიღება სჭირდებათ. თუმცა თუ იგი ლოკო მოკოს რძეს იღებს ეს სარგებელი მცირე ულუფის მიღებითაც იოლად მიიღწევა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები