მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კამერუნში საპრეზიდენტო არჩევნები 92 წლის პოლ ბია მერვედ იმარჯვებს

პოლ ბია

12 ოქტომბერს კამერუნში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს უხუცესმა სახელმწიფო მეთაურმა, პოლ ბიამ მიიღო. ის 92 წლისაა და ქვეყანას 1982 წლის 6 ნოემბრიდან მართავს. პრეზიდენტობის ნახევარსაუკოვანი მართვის მიუხედავად, ბიას სურს, ხელისუფლება კიდევ 7 წლით გაიხანგრძლივობს. ანალიტიკოსები მოელიან, რომ უხუცესი ლიდერი არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებს, რადგან ქვეყანა ძლიერი საპრეზიდენტო მოდელით იმართება, ბიას კი მართვის სადავეები სრულად აქვს მიტაცებული.

თუ ანალიტიკოსების მოლოდინი გამართლდა, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოლ ბია 99 წლის იქნება და მე-8 საპრეზიდენტო ვადას ამოწურავს. ბიას ერთადერთ რეალურ კონკურენტად მაურის კამტო განიხილებოდა, თუმცა მას არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ მიეცა. კამტოს დაბლოკვის შემდეგ ოპოზიცია კიდევ უფრო დაიქსაქსა, რამაც ბია, ფაქტობრივად, უკონკურენტო პოზიციაში აღმოაჩინა.

შეგახსენებთ, პოლ ბია აკონტროლებს არამარტო სახელმწიფო ინსტიტუციებს, არამედ სახელმწიფო მედიას და ახშობს კრიტიკულ ხმას. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს არჩევნები, მეტწილად, ფიქციაა, რადგან საზოგადოებრივი უკმაყოფილების მიუხედავად, ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული გზით ვერ ხერხდება.

ცენტრალური აფრიკის სახელმწიფო ეკონომიკურად დაწინაურებული არასდროს ყოფილა, თუმცა პანდემიის პერიოდში ქვეყანა მნიშვნელოვნად დასუსტდა. ეკონომიკა სტაგნაციაში შევიდა. ამას დაემატა ტერიტორიული და ეთნიკური დაპირისპირებები ეთნიკურად განსხვავებულ დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში. მოსახლეობა და პოლიტიკური ძალები მოახლოებულ ცვლილებებზე საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ვიდრე ბია ხელისუფლებას არ ჩამოსცილდება, ეს ვერ მოხერხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები