მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კამპა“ ბაზარზე ახალი პროდუქტით შემოდის

61ae42c6aa5da
სალომე ჭიპაშვილი
12.12.21 10:00
2308
„კამპა“ ბაზარზე ახალი პროდუქტით შემოდის. დაახლოებით ერთ თვეში კომპანია „მოსვის“ ბრენდის ქვეშ მომხმარებელს ცივ ჩაის შესთავაზებს. „მოსვი“ შუშის ბოთლებში იქნება ჩამოსხმული და თავდაპირველად ოთხი გემოთი იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენი ცივი ჩაი იქნება არა ექსტრაქტისგან, არამედ ადგილობრივი ნამდვილი ჩაის ფოთლებისგან დამზადებული, რა თქმა უნდა, ნაკლები შაქრით. „მოსვი“ თავდაპირველად წარმოდგენილი იქნება ოთხი გემოთი: შავი ჩაი ატმით, თეთრი ჩაი მოცვის არომატით, ულუნგი - ეს არის ნახევრად ოქსიდირებული ჩაი და გრუიბუსი ნაღებით და ვანილით. ჩვენ ვცდილობთ, ნედლეული მცირე და საშუალო მწარმოებლებისგან ვიყიდოთ.“- აღნიშნავს bm.ge-სთან საუბარში „კამპას“ დირექტორი სანდრო ბუაძე.

გარდა ცივი ჩაისა, „კამპა“ მინის ბოთლებში პირდაპირი დაწურვის წესით წვენების წარმოებასა და ასევე ბიო და ორგანული მიმართულებების განვითარებას გეგმავს.

კომპანია წლის განმავლობაში სხვადასხვა ბრენდის ქვეშ 12 დასახელების 3 მილიონ ლიტრ წვენს აწარმოებს, რომელთა ფასებიც 2-დან 5 ლარამდე მერყეობს. „კამპას“ წარმოებული პროდუქციის 40% ექსპორტზეც გადის. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ამერიკა, ემირატები და ახლა უკვე ისრაელიც.

„კამპამ“ ოპერირება ბაზარზე 2009 წელს დაიწყო. საწარმო საგურამოში, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე 3500 კვადრატ შენობაშია განთავსებული, რომელშიც განხორციელებულმა ინვესტიციამ 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები