მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კამპა" ლარის გაუფასურების გავლენით წვენების ბაზრის შემცირებას ელოდება

588055264ddb0
ელენე გოგბერაშვილი
19.01.17 09:55
1451
კომპანია "კამპას" დირექტორი ალექსანდრე ბუაძე მათ ბიზნესზე ლარის გაუფასურების გავლენას აფასებს და ვარაუდობს, რომ წვენების ბაზარი შემცირდება. მისი განცხადებით, "კამპა’’ ნაწილობრივ იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული, შესაბამისად ლარის გაუფასურება მათზეც აისახა. ბუაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად ყველაზე მეტად ბაზრის შემცირებას ელოდება და განმარტავს, რომ ბაზრის შემცირებასთან ერთად ამას გავლენა ექნება კომპანიის მოგების მარჟაზეც.

"ნაწილობრივ ჩვენც დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ ნედლეულზე და დღევანდელი კურსის პირობებში შეუძლებელია ხარისხიანი მარტო იმიტომ, რომ ადგილობრივია აწარმოო წარმოუდგენლად იაფად. ლარის გაუფასურებამ შექმნა საკმაოდ სერიოზული პრობლემები, მაგრამ ეს არ აისახება ჩვენს მიერ დასაქმებულთა რაოდენობაზე. ხალხს არ შევამცირებთ, ეს უფრო დაეტყობა ბაზრის საერთო მოცულობას. იქიდან გამომდინარე, რომ ფასები ლარის კურსის გამო იზრდება, სავარაუდოდ შემცირდება ბაზარი. ეს არის ერთადერთი ცუდი რისკი, რა თქმა უნდა ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი მარჟა", - აცხადებს ალექსანდრე ბუაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები