კამპას გენერალური დირექტორი მთავრობას ადგილობრივი მწარმოებლების იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებას სთხოვს. როგორც ალექსანდრე ბუაძე განმარტავს, დსთ-ს ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქცია 12%-ით არ იბეგრება, როცა მათ აღნიშნული გადასახადის გადახდა უწევთ.
"სამწუხაროდ დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ იმპორტირებულ პროდუქციას დსთ-ს ქვეყნებიდან არ უწევს გადასახადის გადახდა 12%-ის. ხოლო ჩვენ ისეთ ნედლეულზე, ტროპიკულ ნედლეულზე, რომელიც საქართველოში არ მოდის გვიწევს 12%-ის გადახდა, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და სამწუხაროდ ჯერჯერობით შედეგი ვერ მივიღეთ", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.

























