McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდს საქართველომ“, ერთგულ მომხმარებელთა ჩართულობით, ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ 30 000 ლარი გადასცა. „პირველი ნაბიჯისთვის“ საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში შეგროვილი თანხის ჩეკის გადაცემის ღონისძიება „მაკდონალდსის“ ახალ, ეკომეგობრულ რესტორანში გაიმართა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და სტუმრებს კახეთის გზატკეცილზე, ორხევის დასახლებაში მასპინძლობს.