მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა ჩინურ ელექტრომობილებზე 100%-იან საიმპორტო ტარიფებს აწესებს

კანადა ჩნა

კანადის ხელისუფლება ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების იმპორტზე 100%-იანი ტარიფის აწესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინურ ავტომწარმოებლებს კანადის ბაზარზე ელექტრომობილების შედარებით ძვირად გაყიდვა მოუწევთ, რაც დასავლურ კომპანიებთან მიმართებით მათ უპირატესობას ამცირებს.

ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზად კანონმდებლები ავტოინდუსტრიის ზომას ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ ჩინური კომპანიები არასამართლიანი მეთოდებით იღებენ უპირატესობას სხვა კერძო კომპანიებთან მიმართებით.

ჩინური კომპანიების ასეთ სწრაფ პროგრესს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო სუბსიდიებია. ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური მთავრობა ყოველწლიურად მილიარდებს ხარჯავს. ქვეყანა ახდენს როგორც წარმოების სუბსიდირებას, ასევე აწესებს საგადასახადო შეღავათებს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილების შეძენა სურთ. საბოლოო ჯამში, ვიღებთ იმ მოცემულობას, რომ ჩინური ავტომწარმოებლები არასამართლიან კონკურენციაში არიან მთელ მსოფლიოსთან, რადგან მათ ხარჯებს სახელმწიფო ფარავს, რომელსაც ელექტრომობილების ბაზარზე დომინაციის მოპოვება გეოპოლიტიკურ ამოცანად აქვს განსაზღვრული.

ევროპაში, ამერიკასა და კანადაში კარგად ესმით, რომ სუბსიდირებული ჩინური ლეგიონის დამარცხება ფასების ომში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებას გამოსავლად სანქცირების გზა აქვს დარჩენილი, ზემოხსენებული გადაწყვეტილება კი სწორედ ამ ეკონომიკური იარაღი გამოყენების მზაობაზე მიუთითებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება აშშ-ისა და ევროპული სახელმწიფოების მთავრობებმაც მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები