მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადა პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს

პალესტინა
BM. GE
31.07.25 12:56
392

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ წელს, სექტემბერში დაგეგმილ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ცნობს. ერთი მხრივ, კარნის მიერ გადაწყვეტილების მიღება ღაზას სექტორში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისთანაა დაკავშირებული. მეორე მხრივ კი, მიზეზი პალესტინის ხელისუფლების მზადყოფნაა, 2026 წელს დაგეგმილი არჩევნები ჰამასის მონაწილეობის გარეშე ჩაატაროს და ყველა მოთხოვნილი რეფორმა გაატაროს.

კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ პალესტინის აღიარება ჰამასისთვის გაკეთებული საჩუქარია. ამასთან, კანადასთან სავაჭრო ურთიერთობების გაუარესება არცერთმა მხარემ არ გამორიცხა.

„კანადამ ახლახანს გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს. ეს ძალიან გაართულებს სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას მათთან. ოჰ, კანადა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის „ჯილდო ჰამასისთვის“, რადგან ასეთი სახელმწიფოს აღიარება „ზიანს აყენებს ღაზაში ცეცხლის მისაღწევად ძალისხმევას“.

ამასობაში, ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება. განვითარებული მსოფლიოს დიდი ნაწილი ამაში ბრალს ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლებას დებს და პრემიერ-მინისტრს ვითარების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები