Medicago ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომლის მთავარ მეწილეებს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” შვილობილი კომპანია Philip Morris Investments-ი და იაპონური კორპორაცია Mitsubishi Tanabe Pharma წარმოადგენენ. კომპანიის სათაო ოფისი კვებეკში მდებარეობს. შესაბამისად, Medicago-ს მიერ შექმნილი პოტენციური ვაქცინა პირველი კანადური ვაქცინაა, რომელიც მთავრობამ შეისყიდა.
ნდობის გამოცხადებასთან ერთად, კანადის მთავრობა Medicago-ს მიერ ვაქცინის შექმნისა და მისი კლინიკური ცდების განხორციელების პროცესში 173 მილიონი კანადური დოლარის (დაახლობით, 133 მილიონი ამერიკული დოლარის) ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. “პროექტის ჯამური ბიუჯეტი 428 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია დაეხმარება Medicago-ს, კლინიკური კვლევების შედეგად გააუმჯობესოს შექმნილი ვაქცინა”, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას “ფილიპ მორის ინთერნეიშენალიც” გამოეხმაურა.