მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანადამ უკრაინას $25 მილიონიანი სამხედრო დახმარება გამოუყო

უკ

კანადამ უკრაინისთვის 35 მილიონი კანადური დოლარის, ანუ დაახლოებით, 25 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოყო - ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, დეივიდ ჯეი მაკგინტიმ, "რამშტაინის ფორმატის" შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით 30 მილიონი კანადური დოლარი დაიხარჯება Coyote-სა და Bison-ის ტიპის შეიარაღებულ გადამყვანებზე, კანადური წარმოების ეკიპირებასა და ტყვია-წამალზე. 5 მილიონი კანადური დოლარი კი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიისგან ელექტრომაგნიტური აღჭურვილობისთვის გამოიყოფა.

ცნობისთვის, 2024 წელს კანადამ უკრაინას Coyote-ით აღჭურვილი 64 სამხედრო ავტომობილი უკვე გადასცა.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, იგივე რამშტაინის ტიპის შეხვედრა ნატოს სათავო ოფისში უკვე 28-ედ გაიმართა - ჩანიშნულ შეხვედრას პირველად არ ესწრებოდა აშშ-ის წარმომადგენელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები