მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადაში 2035 წლისთვის ყველა ახალი ავტომობილი ელექტრო იქნება

კანადა

მიმდინარე კვირაში კანადის მთავრობა გამოსცემს განკარგულებას, რომლის თანახმადაც 2035 წლიდან თითოეული ახალი ავტომობილი, რომელიც ქვეყანაში გაიყიდება, ნულოვან ემისიას უნდა გამოიმუშავებდეს - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

“ელექტრომობილების ხელმისაწვდომობის სტანდარტის” კანონის მიზანი კანადურ ბაზარზე ელექტრომობილების მარაგის შევსება და მათ შესაძენად მოლოდინის დროის შემცირებაა. კანადურ პროვინციებში, ბრიტანეთის კოლუმბიასა და კვებეკში, მსგავსი რეგულაციები უკვე ამოქმედებულია.

რეგულაციების თანახმად, ნულოვანი ემისიის მქონე, ელექტრო ბატარეებსა და წყალბადზე მომუშავე მოდელებმა, ახალი ავტომობილების გაყიდვებში 2026 წელს 20%-იანი წილი უნდა დაიკავოს, 2030-ში - 60%-იანი, 2035 წლისთვის კი - 100%-იანი წილი.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ავტომობილების გაყიდვებში ელექტრომობილებს 13%-იანი წილი უჭირავს, რაც ათწლეულის ბოლომდე, სავარაუდოდ, 45%-მდე გაიზრდება. ბაზრის უმსხვილესმა მოთამაშე Tesla-მ კი 2023 წლის პირველ 6 თვეში, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, 325 ათასზე მეტი ელექტრომობილი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები