მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანადური KAMCON INVESTMENTS რუსთავში ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობას გეგმავს

5c39ea5a34783
BM.GE
12.01.19 17:22
4411
კანადური KAMCON INVESTMENTS რუსთავში ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას GBC ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, წინასწარი გეგმით, პროექტი რუსთავის სამრეწველო ზონაში 400 ჰა ტერიტორიაზე განხორციელდება. დაგეგმილია ინდუსტრიული ჰაბის, ლოჯისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობა.

უშუალოდ საწარმოო დანიშნულებისათვის ათვისებული იქნება აღნიშნული მიწის ფართობის 75%, ხოლო დარჩენილი არეალი მუშა-მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად გამოიყენება;

ინვესტორთა ინფორმაციით, პროექტის რეალიზაციაში ჩართული იქნება არაერთი უცხოური და ადგილობრივი კომპანია. KAMCON INVESTMENTS აწარმოებს მოლაპარაკებას სხვადასხვა მსხვილ საერთაშორისო ბრენდთან GIC-ს თანაინვესტირებისა და პროექტში ჩართვის მიზნით;

კომპანია არ ითხოვს პერსონალისა და მუშა-მოსამსახურეთა საკუთარ ქვოტას და პროექტის რეალიზაციაში თითქმის მთლიანად ადგილობრივი ადამიანური რესურსი იქნება ჩართული; წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დასაქმდება 4000-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელი; მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა;

გარდა წმინდა ეკონომიკური საქმიანობისა, კომპანია გეგმავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კუთხით მნიშვნელოვან აქტივობას, რომელიც გულისხმობს მსხვილმასშტაბიან სოციალური სოლიდარობის ღონისძიებებს - მოხდება საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, განხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტებისათვის, რეალიზებული იქნება მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერის არაერთი პროექტი.
პროექტზე 15 იანვარს, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

KAMCON INVESTMENTS-ის  წარმომადგენლები წარმოადგენენ საინვესტიციო პროექტს „საქართველოს ინდუსტრიული ქალაქი (GIC), რის შემდეგაც ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

შეხვედრის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა მხეიძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები