პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, კანაფის ექსპორტის მიზნით მოყვანა ქვეყანაში მკაცრად რეგლამენტირებული იქნება. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა მარიხუანას შესახებ კანონს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
„მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად. როგორც კი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, შსს-ს დავავალე, რომ შეემუშავებინა კანონპროექტი. კანონპროექტის განხილვა მოხდება დღეს. სამართალდამცავებს მარიხუანას მოხმარების ეფექტური ბერკეტი უნდა ჰქონდეთ, ახალგაზრდები კი დაცულები უნდა იყვნენ. მკაცრად აიკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარება, სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ა.შ.
გამკაცრდება პასუხისმგებლობა მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამისას. მარიხუანას გასაღება კვლავ რჩება დანაშაულად. რაც შეეხება კანაფის წარმოებას ექსპორტსთვის, ესეც იქნება მაქსიმალურად მკაცრად რეგლამენტირებული, რათა თავიდან ავიცილოთ ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები“, - განაცხადა პრემიერმა.