მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კანაფის წარმოება აგრონომიულ ცოდნას მოითხოვს"

5b98ea074f5c6
თამუნა დემეტრაშვილი
12.09.18 14:22
686
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანაფის წარმოება გარკვეულ აგრონომიულ ცოდნას მოითხოვს. მისი თქმით, ყველა ქვეყანაში, სადაც მისი წარმოება ლეგალურია, პროცესი მკაცრი კონტროლისა და სპეციალური პირობების შესაბამისად მიმდინარეობს.

,,წარმოდგენილი კანონმდებლობაც ამას გულისხმობს, რომ კანაფი არ იქნება თავისუფალი კულტივირების პროდუქტი და ეს მოხდება ლიცენზიის პირობებით, მკაცრად რეგულირებული. მათ შორის ეს შეეხება გადამუშავების და რეალიზაციის ელემენტებსაც, რაც ასევე კანონმდებლობით დარეგულირდება. ასე ხდება ყველა ქვეყანაში სადაც წარმოება დაშვებულია. მათ შორის,- ევროპულ ქვეყანებში, ისრაელში, კანადასა და ჩინეთში, ყველგან სადაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვთ. “, - განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები