კანდინსკის ნამუშევარი 2026 წლის 17 ნოემბერს, ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე $85,78 მილიონად გაიყიდა რითაც ვასილი კანდინსკის სააუქციონო რეკორდი დაამყარა. შედეგი თითქმის ორჯერ აღემატება მხატვრის არსებულ სააუქციონო რეკორდს - $44.8 მილიონს, რომელიც 2023 წელს ლონდონში, Sotheby’s-ის აუქციონზე, ნამუშევარმა Murnau mit Kirche II დააფიქსირა.

ვასილი კანდინსკი — Murnau mit Kirche II (1910)
აუქციონზე ვაჭრობა $54 მილიონიდან დაიწყო, რაც უკვე აღემატებოდა კანდინსკის არსებულ რეკორდს. ნამუშევრისთვის სამი პრეტენდენტი იბრძოდა და დაახლოებით 20 ბიჯის შემდეგ ტილო $74 მილიონად გაიყიდა, საკომისიოს გარეშე. მყიდველის საკომისიოს ჩათვლით, საბოლოო ფასმა შთამბეჭდავი $85.78 მილიონი შეადგინა.
კანდინსკი ერთ-ერთი პირველი იყო დასავლურ ხელოვნებაში ვინც სრულად აბსტრაქტური ნამუშევრების შექმნა დაიწყო და დიდწილად ამ მიმართულების დამფუძნებლად ითვლება. მისი მიზანი იყო შეექმნა მუსიკის მსგავსი მხატვრული ენა — ნამუშევრები, რომლებიც მაყურებელზე ემოციურ ზემოქმედებას მოახდენდნენ რეალური საგნების გამოსახვის გარეშე.

ვასილი კანდინსკი — Betonte Ecken
Betonte Ecken განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის კანდინკის პირველი ნამუშევარი იყო სოლომონ გუგენჰაიმის კოლექციაში, რომელმაც ამერიკაში აბსტრაქტული ხელოვნების პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
1964 წელს ნახატი 22,000 გირვანქა სტერლინგად($62,000) გაიყიდა. ბოლოს აუქციონზე ნამუშევარი 1986 წელს გამოვიდა, სადაც სულ რაღაც $1 მილიონად გაიყიდა.

გუსტავ კლიმტი — Litzlbergkeller (1915–1916)
ნამუშევარი Christie’s-ის 17 ნოემბრის საღამოს აუქციონის მთავარი ლოტი იყო. მთლიანობაში აუქციონზე გაყიდული ნამუშევრების ღირებულებამ $626.6 მილიონი შეადგინა. ლოტების 92% გაიყიდა. საღამოს მეორე ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევარი გუსტავ კლიმტის Litzlbergkeller გახდა, რომლის საბოლოო ღირებულებამ $82.33 მილიონი შეადგინა.
























