მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონდამრღვევი გემები, ტონაჟობისა და სიდიდის მიხედვით დაჯარიმდებიან

5bea8bfb069df
თამუნა დემეტრაშვილი
13.11.18 12:30
1190
კანონდამრღვევი გემები, მისი ტონაჟობისა და სიდიდის მიხედვით დაჯარიმდებიან. ცვლილებები ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონში“ შედის. დღეს მოქმედი რედაქციით, სანაოსნო წესების დამრღვევი გემი, მიუხედავად მისი ზომისა 50 ათასი ლარით ჯარიმდება, ცვლილებებით კი სანქციის დიფერენციაცია მოხდება. მინიმალურ ტონაჟობად, პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია 100 ტონამდე საერთო ტევადობის გემი და ამ შემთხვევაში ნაოსნობის წესების დარღვევა 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ტონაჟობის ზრდასთან ერთად, იზრდება სანქციის მოცულობაც 2 000, 5 000, 15 000 და 20 000 ლარამდე, ხოლო მაქსიმალური-10 ათასი და მეტი ტონაჟის გემებისთვის სანქცია 50 000 ლარი იქნება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშულია, რომ ცვლილებები ბიუჯეტში შენატანების შემცირებას გამოიწვევს. 2016-18 წლებში კი, ასეთი სამართალდარღვევებიდან ჯარიმის სახით ბიუჯეტში 2 მილიონზე მეტი ლარია შესული. ცვლილებების პროექტი შსს-მ მოამზადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები