ბავშვებს რომელთაც 1 ოქტომბრამდე 6 წელი შეუსრულდათ, სკოლაში შესვლას შეძლებენ.
დღეს, 14 აპრილს, პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ბავშვებს, რომლებსაც 1 ოქტომბრამდე 6 წელი შეუსრულდათ, სკოლაში შესვლის შესაძლებლობას აძლევს. კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იყვნენ.

























