მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანონი ძალაში შედის და კითხვებზე პასუხები ისევ არ ჩანს - ბიზნესი უცხოელების დასაქმების რეგულირებაზე განმარტებებს ითხოვს;

კანონი უკვე ძალაში შედის და კითხვები, რაც აქამდე გვქონდა, ისევ ღიაა - ასეთი შინაარსის შეფასებებით დასრულდა უცხოელების დასაქმების ახალ რეგულაციაზე გამართული შეხვედრა, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები და ბიზნესი ესწრებოდა. კერძო სექტორში ამბობენ, რომ არსებულ რეგულაციაში არაერთი ბუნდოვანებაა, არადა შეზღუდვები ძალაში 2 დღეში შედის. რა იცვლება უცხოელების დასაქმების კუთხით კერძო სექტორისთვის, რა კითხვები აქვს ბიზნესს და რა პასუხები აქვთ ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც რეგულაციის აღსრულების პროცესი აბარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები