მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, მნიშვნელოვნად შელახავდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას - Freedom House

freedom house

Freedom House-მა ყოველწლიურ ანგარიში - „თავისუფლება მსოფლიოში“ გამოაქვეყნა. დოკუმენტის ნაწილში, რომელიც ევრაზიის რეგიონს ეხება, წერია, რომ 2023 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობა შეეცადა მიეღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად შელახავდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ორგანიზაცია წერს, რომ ევრაზიის რეგიონის არცერთი ქვეყანა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც სრულად დემოკრატიული და თავისუფალი.

„2023 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობა შეეცადა, მიეღო უცხოელი აგენტების შესახებ კანონის საკუთარი ვერსია, რომელიც მნიშვნელოვნად შელახავდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ოპონენტების მასიური საჯარო დემონსტრაციების შემდეგ, კანონპროექტის ანულირება მოხდა, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ კანონმდებლობა, შესაძლოა, ხელახლა წარადგინონ საჯარო კონსულტაციის შემდეგ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, ეს თავი იწყება შემდეგი სიტყვებით - ევრაზიამ განიცადა თავისუფლების განსაცვიფრებელი ვარდნა 2023 წელს. ამ ნაწილში აღნიშნულია სომხეთსა და აზერბაიჯანის ომის შედეგები, უკრაინაში რუსეთის შეჭრა. ასევე, Freedom House-ი წერს, რომ თავისუფლების ხარისხი შემცირებულია ტაჯიკეთშიც.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მოლდოვაზე წერია, რომ ქვეყანა დგამს ნაბიჯებს, რათა დაამტკიცოს სწრაფვა ევროკავშირისაკენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები