მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონის გაწვევის მოთხოვნით, ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში - სალივანი

ჯეიკ სალივანი

ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოსქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი ხალხი თავის შეხედულებებს ავრცელებს. ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის გაწვევა მოეთხოვა“, - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი.

ამასთან, სალივანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან.

თბილისში, 11 მაისს ევროპული მარში გაიმართა. თავდაპირველად, მარშის მონაწილეები მეტროსადგურ „300 არაგველთან“, მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები