მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანონპროექტები მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი რეალურ კითხვებს აჩენს“ - აშშ-ს საელჩო

6407648112a9f
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.23 20:00
1284
„კანონპროექტები მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი რეალურ კითხვებს აჩენს“ - ასე აფასებენ საქართველოში აშშ-ის საელჩოში საქართველოს პარლამენტში „აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვის პროცესს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ს დიპლომატიური უწყება განცხადებას ავრცელებს.

საელჩოში აცხადებენ, რომ დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე დგას და უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების მიღება ქვეყანის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას დააზიანებს.

„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის: პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ, რომელსაც პირველი მოსმენით კენჭს სავარაუდოდ დღეს უყრიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები