მიმდინარე აქციაზე ორი მოთხოვნა გაჟღერდა, კანონპროექტის უკან გახმობა და დაკავებულების გათავისუფლება.
ერთი საათი მიეცა ხელისუფლებას, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს. თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდა აქციაზე საინიციატივო ჯგუფი შემდგომ ნაბიჯებს გააჟღერებს.
"ზუსტად ერთი საათი ველოდებით რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გააკეთონ განცხადება რომ პარლამენტიდან კანიონი გაიხმეს და გაათავისუფლეს გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე გადავალთ.
თუ 1 საათში პასუხს არ მოვიღებთ, გამოვაცხადებთ კონკრეტულ ნაბიჯს, რაც უნდა გადავდგათ. პარლამენტი იკრიბება და ამასთან მიმართებით ჩვენც კონკრეტულ სამოქმედო გეგმას გაგაცნობთ. ასე რომ წამმზომი ჩართულია", - თქვა გიორგი ვაშაძემ აქციაზე.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია #არარუსულკანონს ამ წუთებშიც მიმდინარეობს.