მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

კანონპროექტით არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა იკრძალება

ქართული ოცნების კანონპროექტით, საქართველოში პიროტექნიკის ნაწარმის რეალიზაცია მკაცრად რეგლამენტირებული ხდება. კერძოდ, არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა კანონით აკრძალული იქნება. შესაბამისი ცვლილებება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა განხორციელდეს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ენძელა მაჭავარიანია, ის BM.ge-სთან ამბობს, რომ პიროტექნიაზე თავისუფალი წვდომა საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთათვის რისკის შემცველია, რაც არაერთხელ დადასტურებულა სხვადასხვა ტრამვებითა და უბედური შემთხვევებით.

2018 წლის იანვარში თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით მკურნალობდა 44 ადამიანი, მათ შორის 24 არასრულწლოვანი. 2017 წელის დასაწყისშიც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა.

“შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც არეგულირებს პიროტექნიკური ნაკეთობების მარკირებისა თუ გაყიდვის წესს. საერთაშორისო გამოცდილებით, პიროტექნიკური საშუალებები იყოფა ფეიერვერკებად, თეატრალურ/სასცენო პიროტექნიკურ საშუალებებად და პიროტექნიკურ საშუალებებად, რომელიც არ მიეკუთვნება ფეიერვერკს ან თეატრალურ/სასცენო პიროტექნიკას.

სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციები აწესრიგებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პიროტექნიკის პროდუქციის ბაზარზე ხელმისაწვდომობა, მწარმოებლის, იმპორტიორისა და დისტრიბუტორის უფლება-მოვალეობები, მარკირებასა და შეფასება და ა.შ.

მაგალითად დიდ ბრიტანეთში პიროტექნიკური ნაკეთობების მიყიდვა 18 წლამდე პირებისთვის იკრძალება. პიროტექნიკური ნაწარმის გაყიდვის, ფლობისა და გამოყენების წესის დარღვევა ისჯება კანონით, ჯარიმა შეადგენს 5000-მდე ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს, ან თავისუფლების აღკვეთით 6 თვის ვადით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 წლამდე პირთათვის სამომხმარებლო ფეიერვერკის მიყიდვა ან გაცემა აკრძალულია ფედერალური კანონით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანი დასაქმებულია სამომხმარებლო პიროტექნიკის რეალიზაციის ობიექტზე და მას ზედამხედველობას უწევს ობიექტის სრულწლოვანი თანამშრომელი,”- ამბობს ენძელა მაჭავარიანი.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს განსახილველად 10 დეკემბერს წარედგინება. მისი ავტორები იმდოვნებენ, რომ ცვლილების მიღება ახალ წლამდე მოესწრება.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები