მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანტის აკადემია: “არაფორმალურ განათლებაზე მოთხოვნა 60%-მდე შემცირდა”

5f7f476d1144e
მარიამ ადამია
08.10.20 23:15
786
“Covid-19-მა ხელი შეგვიშალა რეგიონული განვითარების მიმართულებით და ვეღარ მოვახერხეთ ჩვენი მომსახურება, სახელი და სწავლების მეთოდები გაგვეტანა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც, რაც მიმდინარე წლის უმთავრესი გეგმა იყო,” - ამის შესახებ BMG-სთან, არაფორმალური განათლების პლატფორმა "კანტის აკადემიის" დამფუძნებელმა, მარეხი გვარამაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არაფორმალურ განათლებაზე მოთხოვნაც 60%-მდე შემცირდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მალე გადავეწყვეთ საკლასო ოთახიდან, ონლაინ სწავლებაზე და შიდა კვლევებმაც აჩვენა რომ არანაკლებ ეფექტურია სწავლების დისტანციური მეთოდი, საკლასო სწავლებისგან, მაინც 60%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც უარყოფითად აისახა ჩვენს საქმიანობაზე, ზრდა/განვითარებაზე და რაც მთავარია ფინანსებზე. გარდა ამისა, ათამდე საერთაშორისო კონფერენცია, მათ შორის "სილიკონ ველიდან" დაწყებული დიდი ბრიტანეთით დასრულებული გადაიდო ან გაუქმდა, სადაც დაახლოებით 200-მდე მოზარდს უნდა მიეღო მონაწილეობა,” - განაცხადა მარეხი გვარამაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის გეგმებმა სავარაუდოდ მომდევნო წლისთვის გადაიწია, თუმცა მაინც ახერხებენ, სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, თუნდაც ამ მძიმე პერიოდში ბავშვებსა და მოზარდებს უწყვეტი სიახლეები და სწავლების განსხვავებული მეთოდები შესთავაზონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები