მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანცელარიასთან, მოშიმშილე მაღაროელებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ - მოთხოვნა კობახიძესთან შეხვედრაა

მაღაროელები

შიმშილობის 17-ე დღეს კანცელარიასთან პროტესტის მონაწილე მაღაროელებს სასწრაფო დახმარება დასჭირდათ.

პროტესტმა კანცელარიასთან გუშინ 11 მაისს გადმოინაცვლა. თბილისში, კანცელარიასთან სამი ჭიათურელი მოშიმშილე - მერაბ გულიაშვილი, გოჩა კუპრეიშვილი და ირაკლი ჯიქიძე იმყოფება.

მათი მოთხოვნებია, გათავისუფლდეს დაკავებული 4 მაღაროელი და ჭიათურაში არსებულ ვითარებაში გასარკვევად ჩაერთოს კობახიძის ადმინისტრაცია.

მაღაროელი ბესო ფხალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარება მაღაროელებს ორჯერ დასჭირდათ, "ოცნების" მთავრობიდან მათთან კომუნიკაცია არავის ჰქონია.

ჭიათურაში პროტესტის 4 მონაწილე 29 აპრილს დააკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები