მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანცეროგენის გამოვლენის შემთხვევები რძეში - როგორ დავიცვათ მომხმარებლები ტოქსინისგან?

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ცხოველის საკვების მწარმოებლებისთვის რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიზანიც მომხმარებლების საშიში ტოქსინისგან დაცვაა.

საუბარია აფლატოქსინზე, რომელიც ორგანიზმში კი რძისა და რძის პროდუქტების საშუალებით ხვდება. რძეში კი თავის მხრივ, ცხოველის მიერ მოხმარებული დაბინძურებული საკვებიდან გადადის. რეგულაციის მიხედვით, 2024 წლის 1 ივლისიდან აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ბოლო პერიოდში რძესა და რძის პროდუქტებში აღნიშნული ნივთიერების აღმოჩენის ფაქტები გახშირდა. შედარებისთვის 2022 წელს ასეთი 9, გასულ წელს კი 14 შემთხვევა იყო. გაუარესდა მდგომარეობა თუ გაუმჯობესდა კონტროლი - როგორია რძის პროდუქტებში დარღვევები?

სტუმარი: ვახტანგ კობალაძე - "სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები