მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Kanye West საქართველოში ჩამოდის

კენიე ვესთ

Kanye West საქართველოში ჩამოდის. კონცერტი 12 ივნისს დინამო არენაზე გაიმართება. ღონისძიების დაფინანსებას და ორგანიზებას კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო შპს "სთარინგ ჯორჯია" უზრუნველყოფს.

"მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელი, Kanye West, YE, საქართველოში ლაივ შოუს Starring Georgia-ს მეოთხე სეზონის ფარგლებში გამართავს".

მიმდინარე წელს ვარსკვლავის ტურნე ასეთია:

  • 23 მაისი, შაბათი – დელი, ინდოეთი (Jawaharlal Nehru Stadium)
  • 30 მაისი, შაბათი – სტამბოლი, თურქეთი (Ataturk Olympic Stadium)
  • 6 ივნისი, შაბათი – არნემი, ნიდერლანდები (GelreDome)
  • 8 ივნისი, ორშაბათი – არნემი, ნიდერლანდები (GelreDome)
  • 11 ივნისი, ხუთშაბათი – მარსელი, საფრანგეთი (Orange Velodrome)
  • 12 ივნისი, პარასკევი - თბილისი, საქართველო (დინამო არენა)
  • 18 ივლისი, შაბათი – რეჯო-ემილია, იტალია (RCF Arena - Campovolo)
  • 30 ივლისი, ხუთშაბათი – მადრიდი, ესპანეთი (Riyadh Air Metropolitano)

Kanye West-ის კონცერტის სპონსორია- არქი N1 დეველოპერი საქართველოში

ღონისძიების პარტნიორია გალფი, ავტოგასამართი სადგურების ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები