24 ნოემბერს, 19:00 საათზე, BMG-სა და გაყიდვების კომპანია პროსპექტის ორგანიზებით სასტუმრო Paragraph-ში საქართველოს უძრავი ქონების ყოველწლიური კონფერენცია GREMO 2026 გაიმართება.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა: „კაპიტალის ახალი ჰაბი - თბილისი გლობალურ საინვესტიციო რუკაზე“. შესაბამისად, ღონისძიების შინაარსი სრულად ფოკუსირებული იქნება დედაქალაქის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვასა და ურბანული განვითარების პერსპექტივებზე. სპეციალურად გრემოსთვის უცხოური ინვესტიციების გადანაწილების, ბაზრის მიმდინარე ტენდენციებისა და ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვის ეფექტიანი სტრატეგიების შესახებ კვლევებს თბს კაპიტალი და კოლიერს ჯორჯია მოამზადებენ.
გვექნება HARD TALK: პირდაპირი, ინტერაქციული დიალოგი ბაზრის ლიდერებს, კერძო და სახელმწიფო სექტორისა და რეგულატორების წარმომადგენლებს შორის. განხილვის მთავარი თემები ურბანული განვითარების ახალი სივრცეები და მაკროეკონომიკური ფაქტორები გახდება.
პანელური დისკუსიის ფარგლებში კი სპიკერები იმსჯელებენ საინვესტიციო კანონმდებლობაზე, ე.წ. „ოქროს ვიზებზე“, საგადასახადო რეზიდენტობასა და საერთაშორისო კაპიტალის ნაკადების მართვაზე. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება GREMO -ს დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტი“ ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის სექტორის რამდენიმე გამორჩეულ წარმომადგენელს დააჯილდოებს.
ღონისძიების უცვლელი წარმდგენია სამშენებლო დეველოპერული კომპანია ალიანს ჯგუფი. გენერალური სპონსორები: იელთი ჯგუფი, ბენე კონფორტი და ალდაგი. სპონსორები: ბაუმერი, რუმ დეველოპმენტი, იდეა დეველოპმენტი და მხარდამჭერები: დრიმლენდი და ციტადელი.
სია მუდმივად განახლებადია და მადლობა სექტორს ტრადიციულად მაღალი ინტერესისთვის. როგორია GREMO 2026-ის დეტალები, წლევანდელი სიახლეები და მოლოდინები?
სტუმრები: გუგა კობახიძე - „პროსპექტი“ CEO, “GREMO” - თანაორგანიზატორი
ნინო თოფურიძე - „ალდაგი,“ ქონების დაზღვევის მარკეტინგის მენეჯერი;






























