"მე ინტერესთა კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის ძნელი მისახვედრია რა იგულისხმა ბატონმა პრემიერმა. რაც შეეხება განცხადებას, რომ დასაჩქარებელია კაპიტალის ბაზრის განვითარების ტემპები, ამაში სრულიად ვეთანხმები. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია იმისთვის, რომ ბაზარი რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს. ჩვენმა აქციონერებმა საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალში 2 წლის წინ ჩადეს საკმაოდ დიდი ინვესტიცია, 2.5 მლნ ლარამდე, რითიც ჩვენ მოვახდინეთ ამერიკული კომპანიისგან საქართველოს საფონდო ბირჟის ახალი სავაჭრო სისტემის, ასევე ცენტრალური დეპოზიტარის ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც წლის ბოლოსთვის მზად იქნება და გაეშვება. ამის შემდეგ, ჩვენ გვექნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა“, - აღნიშნა ფარესიშვილმა