მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში USAID ჩართული აღარ არის

ირაკლი გაბრიაძე
17.10.24 12:48
1012
სტატიაში საუბარია:

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში USAID ჩართული აღარ არის. ინფორმაცია bm.ge-ის შესაბამის კითხვაზე, სააგენტოს „აწარმოე სააგენტოს“ ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი გაბრიაძემ დაადასტურა.

როგორც ის განმარტავს, USAID-მა პროგრამაში „აწარმოე საქართველოს“ კომპონენტზე უარი თქვა და ბენეფიციარებს დამოუკიდებლად ეხმარება.

„ჩვენ ვპარტნიორობთ ყველა ორგანიზაციასთან, ვისაც უნდა რომ ჩაერთოს ზოგადად საქართველოში კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით. USAID აღნიშნულ პროგრამაში იყო ჩართული, ვპარტნიორობდით აქტიურად, ხოლო შემდეგ, მათი ჩართულობით მოხდა ჩვენი კომპონენტის შეჩერება და ისინი განაგრძობენ ბენეფიციარების ხელშეწყობას დამოუკიდებლად“, - თქვა მიხეილ გაბრიაძემ.

თუმცა, მიზეზებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

რაც შეეხება თავად კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამას, ირაკლი გაბრიაძე ამბობს, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მომავალ წელს მისი გაგრძელებაც იგეგმება.

„2024 წლის აპრილიდან „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ჩაერთო კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში. პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, ეს არის ფასიანი სასესხო ქაღალდების გამოშვების პროგრამა, რომელიც მიმდინარეობს ძალიან წარმატებით. უკვე მოლოდინს გადააჭარბა აქტივობამ, უკვე მივიღეთ 12-მდე განაცხადი და უკვე განთავსდა 150 მლნ-მდე სასესხო ფასიანი ქაღალდები ბაზარზე, წლის ბოლომდე ველოდებით დამატებით 100 მლნ ლარამდე განთავსებას. წლის დასაწყისში, პროგრამის პრეზენტაციისთვის სამიზნე მაჩვენებელი იყო 15 განაცხადი და 150 მლნ ლარამდე განთავსება, ამ მაჩვენებელს უკვე მივაღწიეთ.

კაპიტალის ბაზრების ხელშეწყობის პროგრამაზე შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ წარმატებით მიმდინარეობს კონკრეტულად სასესხო ქაღალდების გამოშვების ნაწილში. აქ სექტორები მრავალფეროვანია, არის როგორც უძრავი ქონების, ასევე საცალო ვაჭრობის და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ და დასძინა, რომ შემდეგ წელს აღნიშნული პროგრამის გაგრძელება იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები