სააგენტო აწარმოე საქართველოში კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერ პროგრამას იწყებს- პროგრამა 8 აპრილიდან ამოქმედდება და მასში მონაწილეობას 60 მილიონ ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე კომპანიები შეძლებენ. პროგრამა ორ კომპონენტს მოიცავს - ესაა კომპანიებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება და ტექნიკური დახმარების კომპონენტი. პროგრამის ფარგლებში დამატებით წახალისდება ბაზარზე ლარის ობლიგაციების გამოშვება და მდგრად დაფინანსებასთან დაკავშირებული ემისიები. შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე. რას მოიცავს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა და ვინ შეძლებს თანადაფინანსებით სარგებლობას?