სააგენტო “აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერ ახალ პროგრამას იწყებს- ეს ერთი ერთი საკითხი იქნება ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის მოხსენებაზე რომლითაც ვიცე პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში ხვალ უნდა წარსდგეს. მინისტრს დეპუტატებთან სასაუბრო კიდევ ბევრი სხვა თემა ექნება და უშალოდ ამ პროგრამას რაც შეეხება ის ორ კომპონენტს მოიცავს, ესაა კომპანიებისთვის ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება და ტექნიკური დახმარება. სააგენტოში ელიან, რომ მიმდინარე წელს პროგრამაში 15-20 კომპანია ჩაერთვება, რომლებიც ფასიან ქაღალდებს გამოუშვებენ და კაპიტალის ბაზარზე დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვას შეძლებენ. რას მოიცავს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა რომელიც მთავრობას უკვე დამტკიცებული აქვს და რამდენად უზრუნველყოფს ბიზნესისთვის ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმებზე წვდომის გაზრდას;