მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტალის საერთაშიროსო ბაზრის ტენდენციები და გავლენა საქართველოზე - „თიბისი კაპიტალმა“ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა;

რეგიონული სავალო კაპიტალის ბაზარი გლობალურ კონტექსტში და საქართველოზე მისი გავლენა, მდგრადი დაფინანსების გლობალური ტენდენციები, აქტივების მართვის პერსპექტივები საქართველოში, ევრობონდების რეგიონული ბაზრის პერსპექტივები, შედეგები და მოლოდინები - საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან ერთად ამ თემებზე კონცენტირებით შედგა. თიბისი კაპიტალმა დღევანდელი პრეცედენტით ახალ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. დღეს დილიდან J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, Baker McKenzie, Dentons-ის ქართული საინვესტიციო კომპანიების, კერძო სექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლები ინდივიდუალური გამოსვლებისა თუ პანელური დისკუსიების ფარგლებში მჯელობდნენ თემებზე, რომელიც მათ შორის საქართველსო ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები