მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კარასინი: ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ

5d1d9e15059df
მიხეილ ხაჩიძე
04.07.19 10:34
1825
ჟენევის დისკუსიების ერთადერთი ალტერნატივა შეიარაღების გაძლიერება და ომია - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის შემდეგ, რომელიც  2-3 ივლისს  შედგა.

რუსული მედიის ინფორმაციით, გრიგორი კარასინი განმარტავს, რომ ჟენევის დისკუსიები კავკასიის რეგიონში დაძაბულობისა და ნეგატივის განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა.

"ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავაძლიეროთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ. უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსიები სამხრეთ კავკასიაში ნევროზულობის და ნეგატივის დაგროვების საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა", - განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები