მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარდაკარ სიარული იმიტომ დააანონსეს, რომ სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია გააგრძელონ“ - ნათია ნოზაძე

640dced9ca514
თინათინ ნატმელაძე
12.03.23 23:00
893
„ძალიან ყურადსაღებია, რომ კარდაკარ კამპანიურად სიარული დაანონსეს იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია გაგრძელდეს“, - ასე ეხმაურება „სექტორი 3“-ის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ნოზაძე „ქართული ოცნების“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გაწვევის შემდეგ საზოგადოებასთან შეხვედრებს და მისი შინაარის გაცნობას დაიწყებენ.

როგორც საზოგადოებრივი პლატფორმის დამფუძნებელი BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საუბრისას აცხადებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზაცია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.

„მინდა ძალიან დიდი იმედი ვიქონიო, რომ ეს უბრალო ნათქვამია და არ შესრულდება. მათ განცხადებებში ჩანს, რომ კანონს ჯერ არ მიუბრუნდებიან, თუმცა არსებობს სხვა მეთოდები, როგორ უნდა ებრძოლონ სამოქალაქო სექტორს, ამ შემთხვევაში ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სამოქალაქო სექტორთან ბრძოლა არ შეიძლება, ეს ევროკავშირის 12 პუნქტში წერია, რომ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს - შესაბამისად, სამოქალაქო სექტორს უცხოეთის აგენტები კი არ უნდა ვეძახოთ, არამედ მათთან ერთად, მათი ტექნიკური ცოდნის გამოყენებით უნდა იმართოს პროცესები და უნდა გაკეთდეს ყველაფერი ევროინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ნათია ნოზაძემ.

მისივე ცნობით, ევროპელი ლიდერების განცხადებები, რომელსაც კანონპროექტის გაწვევის შემდეგ ვისმენთ, საკმაოდ დამაიმედებელია, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამაც იგივე გააკეთოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო და ვენეციის კომისიასაც გადაუგზავნა, თუმცა საზოგადოების მასობრივი პროტესტის შემდეგ, 9 მარტს მათი უკან გამოწვევა გადაწყვიტა, 10 მარტს კი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩავარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები