ჩაფიძის კლინიკის კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსი ზვიად ბახუტაშვილი მომხრეა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ხარჯები გააკონტროლოს, თუმცა გამჭვირვალედ.
როგორც ბახუტაშვილმა BMG-ს გადაცემა "საქმის კურსში"განაცხადა, არ შეიძლება მედიცინა ვინმეს კეთილსინდისიერებასა და წესიერებაზე იყოს დამოკიდებული.
„ეს კითხვა ამ ფორმით არ დასმულა, თუმცა სამინისტრო იმისთვის არსებობს, რომ მართოს როგორც სამკურნალო ნაწილი, ისე მათ მიერ განხორციელებული გადარიცხვების მიზნობრივი ხარჯვა. წლების განმავლობაში მქონდა ინიციატივა, რომ მთელ რიგ საკითხებში და რეგულაციებში, როგორც ხარისხის კონტროლში, ასევე სამედიცინო ჩვენებების აღრიცხვაში საჭირო იყო კონტროლი, რადგან არ შეიძლება მედიცინა დაფუძნებული იყოს ვინმეს კეთილსინდისიერებაზე, ან წესიერებაზე. ეს უნდა იყოს სისტემაზე დაფუძნებული. ოღონდ უნდა იყოს გამჭვირვალე და სწორი აღრიცხვა, როგორიც არის რეალურად“, - განაცხადა ბახუტაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის განვითარების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც 520-ე დადგენილებაზე იმსჯელეს.