მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარდიოლოგი: 520-ე დადგენილების შეჩერებაზე საუბარი არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო წინააღმდეგია

5dfa0b5c77ed0
ინგა მურუსიძე
18.12.19 15:19
910
520-ე დადგენილების შეჩერებაზე საუბარი არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო წინააღმდეგია,  - ამის შესახებ ჩაფიძის კლინიკის კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსმა ზვიად ბახუტაშვილმა ჯანდაცვის განვითარების საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კარდიოლოგიურ განყოფილებაში ყველაზე კრიტიკული ნაწილი სარქვლოვანი ოპერაციებია.

„დეფიბრილატორებთან დაკავშირებით უკვე დაუშვეს გარკვეული გამონაკლისი, ხოლო 520-ე დადგენილების შეჩერებაზე საუბარი არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო წინააღმდეგია. რაც შეეეხება დანარჩენ კრიტიკულ პოზიციებს,  აქ გაჟღერდა, რომ ორი სამუშაო ჯგუფია ჩამოყალიბებული და ამ სამუშაო ჯგუფებში მოგვიწევს პოზიციების, კალკულაციების შესაბამისობის დადგენა. თუ შესაცვლელი იქნება და, სავარაუდოდ, პოზიციებს დავუმტკიცებთ და იმასაც, სავარაუდოდ, ცვლილება მოჰყვება. დადგენილების კრიტიკული ნაწილი არის სარქვლოვანი ოპერაციები. საკმაოდ განებივრებული ვართ და ჩვენს ქვეყანაში ტარდება საკმაოდ რთული რეკონსტრუქციები, რომლებიც რამდენიმე სარქველის, აორტის და მაგისტრალური სისხლძარღვების პროტეზირებას და პლასტიკას გულისხმობს; ამ ოპერაციებში პირდაპირი მატერიალური დანახარჯი ძალიან მაღალია. სამინისტროს მიერ მოცემულ მონაცემებში წერია მშრალად - ორი და მეტი სარქველი, ეს შეუძლებელია, რადგან თითოეული სარქველი რამდენიმე ათას ლარიან დანახარჯთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში, ეს პაციენტები უნდა წავიდნენ საზღვარგარეთ ან დარჩებიან სამედიცინო მომსახურეობის გარეშე. იმედი მაქვს, ამ პოზიციებზე ვისაუბრებთ. ასევე, იმედი მაქვს, რომ ვისაუბრებთ ბიოლოგიურ სარქველზე, რაც ორჯერ ძვირია და თითოეულს აქვს თავისი ჩვენება. არავინ ითხოვს აღმატებულ სარქველს, უბრალოდ ყველას აქვს თავისი ჩვენება, ასაკობრივი და ა.შ. იმედი მაქვს, ეს საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა ბახუტაშვილმა.

გარდა ამისა, ექიმი იმედს გამოთქვამს, რომ სამუშაო ჯგუფების მუშაობის ხელოვნურად გაწელვა არ მოხდება.

„რაც შეეხება სელექტიურ კონტრაქტირებას, დასადგენია ლიცენზირების პირობები; დღეს წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ შედგენილი გეგმა და იმედი მაქვს, მალე შევა ძალაში, რადგან წლებია ამისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვფიქრობთ, იმისთვის, რომ გავზარდოთ ხარისხი, ქირურგები უნდა შეგროვდნენ ერთ განყოფილებაში და უნდა მივიღოთ მძლავრი განყოფილებები. რაღაცა კლინიკები ალბათ ლიცენზირებას ვერ გაივლიან და შემდეგი ეტაპი იქნება სელექტიური კონტრაქტირება. ამ პირობებზე საუბარი საერთოდ არ არის, რადგან ჯერ ლიცენზირების პირობები არის დასადგენი“, - განაცხადა ბახუტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები