მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კარდიოქირურგიული კლინიკების გამსხვილებაა საჭირო, ამის რესურსი არის, მთავარია ნება" - კარდიოქირურგი

ზვიად

"კარდიოქირურგიული კლინიკების გამსხვილებაა საჭირო, ამის რესურსი არის, მთავარია ნება", - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტში” ”ჩაფიძის გულის ცენტრის” კარდიოქირურგმა ზვიად ბახუტაშვილმა ისაუბრა.

მისივე თქმით, ამ ნაბიჯით ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გამარტივდება. გარდა ამისა, ზვიად ბახუტაშვილი მიიჩნევს, რომ ეს გზას გაუხსნის სამედიცინო ტურიზმსაც.

“ქვეყანაში უნდა მოხდეს კლინიკების გამსხვილება, როცა დიდი განყოფილებები შეიქმნება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაც უფრო გამარტივდება. გარკვეული კონკურენციაც გაჩნდება. ქვეყანაში უნდა იყოს ამის პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ ტრანსპლანტოლოგიის თემა გააქტიურდეს. ამიერკავკასიაში ამის ადგილი გამოთავისუფლებულია და ჩვენ ინტელექტუალურად ამის რესურსი გვაქვს. საჭიროა კოლაბორაცია ჩვენს მეზობლებთან და ეს პოლიტიკურადაც ძალიან საინტერესო იქნებოდა ქვეყნისთვის. მართალია, რამდენიმე წელი დასჭირდება ამის ბოლომდე მიყვანას, მაგრამ თუ იქნება ამის სურვილი და ნება, ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. გარდა მაგისა, ეს გზას გაუხსნის სამედიცინო ტურიზმს", - აღნიშნა ზვიად ბახუტაშვილმა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უკვე წლებია რაც მსოფლიოში სიკვდილიანობისა და ავადობის მთავარი მიზეზია. მხოლოდ 2019 წელს ამ დაავადებებს 17.9 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო საქართველოში 2024 წელს რეგისტრირებულია 122 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები