ამერიკა საფრანგეთი, ლონდონი, ასტანა, პრაღა და ახლა უკვე იაპონიაც. KareNina-ს ჩანთები და აქსესუარები იაპონიაში გამოფენა გაყიდვაზე გაიგზავნა.
“ერთ ერთმა მომხმარებელმა შეიძინა ჩემი ჩანთა, რომელიც იაპონიაში აღმოჩნდა, სადაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. დადებითი შეფასებების შემდეგ, იაპონიში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ნაწარმის წაღება და იქ გაყიდვა შემომთავაზა“.
KareNina-ს ნივთები საზღვრებს მიღმა რამდენჯერმე გაყიდულა, თუმცა როგორც ნინო კარელიძე ამბობს, ასეთი დიდი რაოდენობით ერთიანი შეკვეთა ამ დრომდე არ ჰქონია.
“პირველ ეტაპზე გამოფენა გაყიდვაზე KareNina-ს ბრენდის 30 პატარა და 40 დიდი საყურე გამოიფინება, ასევე 40 თმის სამაგრი და 10 ცალი ჩანთა. ამ გამოფენა-გაყიდვაზე მოთხოვნის მიხედვით უკვე შევძლებთ პარტნიორთან ერთად განვსაზღვროთ თუ რა ტიპის და რა რაოდენობის პროდუქცია შეგვიძლია იაპონიის ბაზარს შევთავაზოთ. “ - ამბობს BMG-სთან ნინო კარელიძე.

























