ჰიპერმარკეტი “კარფური” “ფრესკოს” დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის განცხადებს ეხმაურება, სადაც ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ მისი კონკურენტი დღგ-ს არ იხდის. როგორც bm.ge -ს “კარფურში” განუცხადეს, ისინი საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს დაარსების დღიდან იხდიან.
“კომპანიის დაარსების დღიდან კარფური იხდის, როგორც დღგ-ს, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს”-განუცხადეს bm.ge -ს კარფურში.
შეგახსენებთ, გუშინ ფრესკოს დამფუძნებელმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კარფური” დღგ-ს არ იხდის.
“ხშირად მსმენია, რომ არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში გამორჩეული ბიზნესმენები. ვეთანხმები ამას. არ უნდა იყოს არც გამორჩეული ბიზნესები. სწორია, როდესაც ჩემი კონკურენტი კომპანია “კარფური” დღემდე არ იხდის დღგ-ს გადასახადს და მილიონობით არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტში? ეს ჩემი ბრალია?! და ეს არის თქვენი სწორი მიდგომა ბიზნესის მიმართ?!”,- აცხადებს ვასილ სოფრომაძე.

























