მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარფური“ უკვე ზესტაფონშია - ფრანგული ბრენდის 69-ე ფილიალი და პირველი მაღაზია ზესტაფონში

626a8cfb20773
BM.GE
28.04.22 16:46
2955
სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელი „კარფური,“ აქტიურად განაგრძობს როგორც ფიზიკურ, ასევე ციფრულ გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით.

ამჯერად მან გეზი ზესტაფონისკენ აიღო - ახალი ფილიალი, რომლის კარიც მომხმარებლებისათვის 27 აპრილს გაიხსნა, ზესტაფონში რიგით პირველ, საქართველოს მასშტაბით კი მის 69-ე ფილიალს წარმოადგენს. ახალი მაღაზია სტაროსელსკის ქუჩა #1-ში მდებარეობს და მომხმარებელს ყოველდღიურად, დილის 9:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე მოემსახურება.

“კარფურის” ახალი ფილიალი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქცის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების, „კარფურის“ მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.

რაც მთავარია, მაღალი ხარისხის პროდუქციის გარდა, “კარფური” ინარჩუნებს ლიდერობას ხელმისაწვდომი ფასების მიმართულებითაც.

გარდა ამისა, “კარფური” საქართველოში მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს. ფრანგული ბრენდი ყოველთვიურად ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებულ სიურპრიზებს, მრავალფეროვან საჩუქრებს და სახალისო აქტივობებს შესთავაზებს, გამონაკლისი არც ზესტაფონის ახალი ფილიალი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

2012-ში ქართულ ბაზარზე შემოსვლა “კარფურისთვის” სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში კარგი განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის საქართველოში კარფური 69 მაღაზიითა და 3000-მდე თანამშრომლით არის წარმოდგენილი.

ბრენდის გაფართოებამ, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო გაუსვა ხაზი მის მზადყოფნას, გაზარდოს ქართველი მომხმარებლებისათვის განსაკუთრებული, ხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომობა, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნით.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები