მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარფურთან“ ურთიერთობა ჩვენთვის საინტერესო აღარ არის – "ბრედფილდი"

6190e3fb50744
თათია კაკიაშვილი
14.11.21 21:00
22542
„კარფურთან“ ურთიერთობა ჩვენთვის უკვე აღარანაირ ინტერესს აღარ წარმოადგენს“, - ამის შესახებ „მაკდონალდს საქართველოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ განაცხადა. ამ ჭრილში თეგა კაპანაძე "მაკდონალდს საქართველოს" ინვესტიციით შექმნილი საწარმოს, "ბრედფილდის" მიერ წარმოებული პურ-ფუნთუშეულზე საუბრობს, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეც ხდება. კაპანაძე ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ „ბრედფილდის“ პროდუქცია რამდენიმე ადგილობრივ ქსელში უკვე იყიდება, რითეილ სექტორის ნაწილთან მოლაპარაკება ვერ შედგა.

„სამწუხარო, რომ რაც უფრო დიდია საცალო ქსელი, ისეთ პირობებს გვთავაზობს, ინტერესი აღარ გვიჩნდება მათთან ურთიერთობის. ჩვენ უკვე შევედით „აგროჰაბში“, შევდივართ „სპარში“, კიდევ რამდენიმე დიდ ქსელში, მაგრამ „კარფურთან“ ურთიერთობა ჩვენთვის უკვე აღარანაირ ინტერესს აღარ წარმოადგენს“, - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.

რაც შეეხება „ბრედფილდს“, ის საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტის პურ-ფუნთუშეულის ბრენდია, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს როგორც „მაკდონალდსის“ რეგიონული ქსელისთვის, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები