მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგა ხანია სტაბილური ფასები გვაქვს“ - რა ღირს საწვავი ბენზინგასამართ სადგურებზე?

საწვავი

„კარგა ხანია სტაბილური ფასები გვაქვს შიდა ბაზარზე. საერთაშორისო ბაზარზე ისეთი რყევები არ არის, რომ ამან შიდა ბაზარზე დიდი ფასთა ცვლილება გამოიწვიოს“- ამის შესახებ BM.GE-სთან ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი აცხადებს.

მისი თქმით, კომპანიებს ჯერ კიდევ გააჩნიათ რუსეთიდან დაბალ ფასად შესყიდული საწვავის მარაგი. სტაბილურ ფასებს განაპირობებს ასევე ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ევროპიდან საწვავის ღირებულება შემცირდა.

„რუსული, შენახული პროდუქტები ისევ არის ქსელში, ასევე ახალი ევროპული ფასები მაინცდამაინც შორს არ არის წასული და პირიქით, ზოგიერთ პროდუქტზე ქვემოთ არის წამოსული. ზოგ შემთხვევაში ევროპიდან შემოტანილი საწვავის ღირებულება არაფრით არ აღემატება რუსეთის ფასებს. წარმოიდგინეთ, რამდენწლიანი გამოცდილება აქვთ ჩვენს კომპანიებს. ბიზნესი არ გადადგამს ნაბიჯს, რომელიც 1000-ჯერ არ გათვალა“,- აცხადებს იობაშვილი.

ამჟამად საქართველოში ბრენდირებულ და არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ყველაზე მოთხოვნადი რეგულარის ფასი - ₾2.89-3.29 ლარის დიაპაზონშია, დიზელი კი - ₾3.04-3.45 ლარი ღირს.

საინვესტიციო ბანკ, გალტ ენდ თაგარტის უფროსი ანალიტიკოსის გიორგი ბერბერაშვილის განცხადებით, ნავთობის ღირებულება ბოლო ერთწლიან ჭრილში მნიშვნელოვნად არ არის შეცვლილი. 2021 წლის თებერვლიდან დღემდე კი ნავთობის ღირებულება 30%-ით გაიზარდა.

ამჟამად, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბირჟაზე76 დოლარის ნიშნულზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები