ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშილი დარწმუნებულია, რომ ქვემო ქართლის სწრაფ განვითარებას მიაღწევს.
ამის შესახებ რეხვიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და პრემიერ-მინისტრს წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
„სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას. მე კარგად ვიცნობ ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებას და რეგიონის პოტენციალს. მას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის განვითარების რეალური პერსპექტივა აქვს; დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და ქვემო ქართლის მოსახლეობასთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ რეგიონის სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, გუბერნატორმა თქვა, რომ მას „ხვდება გუნდი, რომელიც წლებია მუშაობს“.
„მე მექნება ჩემი დავალებები. დღის წესრიგი და ვინც გაართმევს თავს გამოწვევებს, იქნება ჩემი გუნდის წევრი; თუ იქნება საჭიროება, საკადრო ცვლილებები განხორციელდება“, - აღნიშნა მან.

























