მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგი დროა წავახალისოთ საქართველო, რომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყოს“

640b0fcd82b11
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.23 16:47
2960
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ახლა მნიშნელოვანი დროა საქართველოს წასახალისებლად, რათა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყოს, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან ახლავე დააკავშირებს. ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, „შავი ზღვის პლატფორმის“ (BSP), საპატიო საბჭოს პირველ შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, ახლა რეალური შესაძლებლობა არსებობს საქართველომ შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

„შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ეს სასტიკი ომი დაიწყო და გაართულა საზღვაო მოძრაობა შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის გადაზიდვის ჩათვლით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოებისთვის მთელ მსოფლიოში, არამედ იმიტომ, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირების კუთხით.

ახლა მნიშვნელოვანი დროა, რომ საქართველოს შესაძლებლობებს შევხედოთ და წავახალისოთ საქართველო, დაიწყოს ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როგორიცაა არამხოლოდ წყალქვეშა ელექტრონული კაბელი ევროპისკენ, არამედ გზები, რკინიგზა, ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ახლავე დააკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან. ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები, გაფართოვდეს ბაზარი და ყველა ქართველისთვის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაუყოვნებლივ დაიწყებს ამაზე მუშაობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები