მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგი იქნება, თუ IT-სექტორის მიმართულებით უფრო მოქნილები ვიქნებით - ბიზნესომბუდსმენი

ბიზნესომბუდსმენი

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოთარ დანელიას შეფასებით, კარგი იქნება თუ საქართველოში IT-სექტორის მიმართულებით უფრო მოქნილები ვიქნებით. ამის შესახებ მან საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რომელ სექტორშია ყველაზე მეტად სამუშაო - ამ კითხვაზე ბიზნესომბუდსმენი ამბობს: „კარგი იქნება თუ კიდევ უფრო მოქნილები ვიქნები IT მიმართულებით, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის ნაკადი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა... დისტანციური სერვისები, ელექტრონული კომერცია“.

ოთარ დანელია ამბობს, რომ დღეს ბიზნესს ყველაზე მეტად პროფესიონალი მუშახელის პრობლემა აწუხებს.

„სექტორისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა პროფესიონალი მუშახელია. პარადოქსული მდგომარეობა გვაქვს, როდესაც, ერთი მხრივ, ვიღაც ეძებს სამსახურს და მეორე მხრივ, დამსაქმებელი ვერ პოულობს პროფესიონალს. აქ გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა საჭირო, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატს თავისი უფლებამოსილებები და კომპეტენცია აქვს, თუმცა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შეგვიძლია, ამ ნაწილში შუამდგომლობისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები