მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგი იქნება, თუ მუნიციპალიტეტები სკოლებში უფასო კვების საკითხთან დაკავშირებით წალენჯიხას მიბაძავენ - დეპუტატი

643ea5c2e7cc6
BM.GE
18.04.23 18:16
568
„წალენჯიხაში ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შეძლო, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით, მწირი რესურსებით მოახერხა ის, რომ პირველკლასელები წალენჯიხაში უზრუნველყოფილი არიან უფასო კვებით, ე.წ. „სქულქარდებით“ და ჩვენი შვილები, პირველკლასელები წალენჯიხაში არ შიმშილობენ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მიბაძავენ წალენჯიხას და პრიორიტეტულს გახდიან უფასო კვების საკითხს სკოლებში“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, ბავშვთა კვება სკოლებში ძალიან დიდი პრობლემაა, კვლევებით, საჯარო სკოლებში ბავშვების 77% შიმშილობს, რის შესახებაც ანგარიშის გამოქვეყნებას აპირებს.

„ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ ბავშვები ვერ ახერხებენ სკოლებში კონცენტრაციას იმის გამო, რომ განიცდიან შიმშილს, რომ ყოველი მეოთხე ოჯახი არის ემიგრაციაში და, შესაბამისად, ვერ ახერხებს შვილების გამოკვებას. განათლების კომიტეტმა ან განათლების სამინისტრომ იქნებ გვიპასუხოს რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, თითქმის წელიწადზე მეტი გავიდა და ამ პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ანა წითლიძემ და კოლეგებს წალენჯიხაში მოსწავლეთა უფასო კვებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები