პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საინვესტიციო საბჭოს მუშაობაში ჩართვას სთავაზობს. მისი თქმით, საბჭოს ფარგლებში მოხდება ყველა იმ ეკონომიკური საკითხის და კანონმდებლობის წინასწარ განხილვა, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს ეხებათ, რათა გაიზარდოს ეკონომიკური გარემოს პროგნოზირება.
„კარგი იქნება, თუ საინვესტიციო საბჭოში იქნება სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან ერთი წარმომადგენელი, რომელიც ასევე მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში. საბჭო არის პლატფორმა იმისთვის, რომ ეკონომიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხილული იქნას წინასწარ, რათა თავიდან ავიცილოთ ნეგატიური სიურპრიზები და გაიზარდოს პროგნოზირება ქვეყნის ეკონომიკური გარემოსი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

























