მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგი იქნებოდა სახელმწიფოს მხარდაჭერა“ - „თალიზი“ სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაციაზე

63d37315cd60c
თათია კაკიაშვილი
27.01.23 11:08
552
“კარგი იქნებოდა სახელმწიფოს მხარდაჭერა და სამედიცინო ტურიზმის წახალისება, ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება“, - ამის შესახებ BMG-ს თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზის“ ექიმმა, სალომე ვადაჭკორიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ სფეროს განსაკუთრებით სჭირდება პოპულარიზაცია, რათა საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი იყოს.

„პოპულარიზაციისთვის ხელშეწყობა ძალიან დადებითად აისახებოდა ჩვენზე, თუმცა ჩვენ ამაზე რაიმე ფსონს არ ვაკეთებთ და იმედიც არ გვაქვს. თუმცაღა, საქართველოს ცნობადობის ამაღლება სამედიცინო ტურიზმის მხრივ ნამდვილად გამოწვევაა. თუნდაც თურქეთში - სულ სხვა მიდგომაა, ძალიან დიდი ფინანსები იდება იმ კუთხით, რომ ქვეყანა წამყვან პოზიციაზე იყოს. სტამბოლის აეროპორტში ალბათ მხოლოდ თმის გადანერგვის მსურველი პაციენტები არიან ხოლმე იმიტომ, რომ, ზოგადად, თურქეთში სამედიცინო ტურიზმის პოპულარიზაცია მეტად არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო ჩვენთანაც ძალიან გაფართოვდა და ცნობადობაც გაიზარდა, 25 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, მაინც მოგვმართავენ ხოლმე ისეთი პაციენტები, რომელთაც საერთოდ პირველად გაიგეს თმის გადანერგვის შესახებ. ამ კუთხით, კარგი იქნებოდა პიარ კამპანიების წარმოება და სფეროს ცნობადობის გაზრდა,“ - განაცხადა სალომე ვადაჭკორიამ.

მისივე თქმით, კლინიკა „თალიზში“ თმის გადანერგვის მომსახურებით, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები არიან დაინტერესებული, თუმცა პანდემიის შემდგომ, ვიზიტორების მომართვიანობამაც მოიმატა.

ვადაჭკორიას თქმით, კლინიკას პაციენტები უმეტესწილად, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან სტუმრობენ, თუმცა, ვადაჭკორია ამბობს, რომ ტურისტები სამედიცინო მომართვიანობას ქვეყანაში მოგზაურობას უმთხვევენ და საქართველოს მხოლოდ სამედიცინო ტურისტული მიზნებით იშვიათად სტუმრობენ.

ამ მხრივ, მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ქვეყანა თურქეთია, თუმცა სალომე ვადაჭკორია ამბობს, რომ თმის გადანერგვის მიმართულებით მომუშავე თურქულ კლინიკებს სახელმწიფო არ აკონტროლებს, რაც რიგი მიმართულებებით პრობლემებს ქმნის.

„თურქეთი მთელი მსოფლიოსთვის ამ დარგში ცოტა პრობლემური ქვეყანაა არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური კლინიკებისთვისაც იმიტომ, რომ იქ სხვა მიდგომაა. სტამბოლში ძალიან ბევრი კლინიკაა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი კლინიკებიც არის, ვინც მაღალ ხარისხზე მუშაობს და იქ ფასიც, შესაბამისად, მაღალია. თუმცა, ძირითადად, დაბალი მარჟის მქონე კლინიკები თმის გადანერგვას უყურებენ, როგორც სალონურ მომსახურებას. შეიძლება კლინიკაში საერთოდ არ იყოს ექიმი და, სამწუხაროდ, ეს პოლიტიკა თურქეთის მთავრობის მხრიდან არ კონტროლდება. რეალურად, თმის გადანერგვა არის პლასტიკური ოპერაცია,” - განმარტავს ვადაჭკორია.

ცნობისთვის, თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზი“ საქართველოში უკვე 25 წელია, ოპერირებს და ის პირველი ამიერკავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში პიონერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები